„სამოქალაქო თანხმობის“ დამფუძნებელი შმაგი სამხარაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება პროპაგანდისტების მიერ გავრცელებულ მოსაზრებას, თითქოს ირანში პუტინი იმარჯვებს. მისი მტკიცებით, რუსეთი ეკონომიკურად ჩამოშლის ზღვარზეა და ამის საფუძველს მოკლებულია.
სამხარაძის პოსტს "კომერსანტი" უცვლელად გთავაზობთ:
"ირანში გამარჯვებული პუტინიაო, გვარწმუნებენ რუსეთუმე პროპაგანდისტები. ხოდა ეს პოსტი „გამარჯვებულ” პუტინზეა.დსთ-დან 3 ქვეყანა გავიდა - ეს პუტინის „გამარჯვებაა”.9 მაისს აღლუმზე მსოფლიოს 80 ლიდერი ჩადიოდა, დღეს კი მხოლოდ ტაჯიკეთის პრეზიდენტი თუ ჩავა ხოლმე - ეს პუტინის დიდი „გამარჯვებაა”.პეტრე პირველმა და სტალინმა ბალტიის ზღვაზე ბუფერი შექმნეს, რათა ჩრდილოეთით დაეცვათ რუსეთი - პუტინმა კი შეძლო და ბალტიის ზღვა აქცია ნატოს შიდა ტბად. ზუსტად პუტინის მმართელობის დროს ნატოში გაწევრიანდნენ ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ფინეთი და შვედეთი - ეს პუტინის დიდი „გამარჯვებაა!”დაეცა სადამ ჰუსეინის, მუამარ კადაფის, ბაშარ ასადის, იანუკოვიჩის და ვინ მოთვლის კიდე რამდენი რეჟიმი… გასკვანჭეს მადურო, ჩუსტებში ააფეთქეს ალი ხამენეი - ეს პუტინის დიდი „გამარჯვებაა!”გამოაპანღურეს დიდი რვიანიდან - ესეც პუტინის გენიალური მიღწევაა, ამხანაგებო!დაკარგა რუსული ენერგორესურსების ყველაზე დიდი - ევროპის ბაზარი; ქვეყანა მოაქცია იზოლაციაში; შეუზღუდა ტექნოლოგიებზე წვდომა; სპორტსმენები მოწყვიტა გარე სამყაროს (ოლიმპიადებს, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებს); რუსეთის დაგროვილი რეზერვები დასავლეთის ხელში გაყინა - მარა „გამარჯვებული” ხომ ვიცით ვინც არის - რა თქმა უნდა პუტინი!უკრაინაში ომი უკვე მეხუთე წელია გრძელდება, რომელიც სამ დღეში უნდა დასრულებულიყო; თავს დაესხა სლავ მოძმე ხალხს და ამოხოცა ასიათასობით რუსი - ესეც პუტინის „დიდი გამარჯვებაა”!ირანში აიათოლას რეჟიმი მძიმე დარტყმის ქვეშაა, ბირთვული პროგრამა განადგურდა და ქვეყნის გავლენა რეგიონში მოიშალა - „გამარჯვებული” ვლადიმირ პუტინია.მოკლედ, სადაც რამე ხდება, ყველგან ერთი და იგივე შედეგია — „გამარჯვებული” პუტინი.მოდით წინასწარ რო ვიცოდეთ:ხვალ კუბაში პრორუსული რეჟიმი დასრულდება - გვეცოდინება რომ ეს პუტინის მორიგი „გამარჯვებაა”.ზეგ ჩრდილოეთ კორეაში იმ გასიებულის გასკვანჭვაც პუტინის „გამარჯვება” იქნება.უნგრეთში ორბანის მარცხი ასევე საზეიმოდ უნდა აღვნიშნოთ, როგორც პუტინის „გამარჯვება”!ერთ დღეს, როცა ბელარუსში ლუკაშენკოს რეჟიმი დასრულდება - „გამარჯვებული” რა თქმა უნდა იქნება პუტინი.როცა რუსეთშიც ჩამოიშლება ეს სისტემა და ვინ იცის, ეგებ რუსეთის დაშლაც ვიხილოთ - ალბათ მაშინაც გამარჯვებული პუტინი იქნება.ამიტომ მოდით, პირდაპირ ვთქვათ:გაუმარჯოს ვლადიმირ პუტინს!ასე „გამარჯვებული“ იყოს კიდევ დიდხანს!" - წერს სოციალურ ქსელში შმაგი სამხარაძე.