საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერისთვის, სანდრო მამუკელაშვილისთვის „ატლანტასთან“ შეხვედრა „ლეიკერსის“ მაისურით ყველაზე შედეგიანი გამოდგა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა არასრულ 33 წუთში 23 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, ერთი ჩაჭრა და ერთი დაფარება მიითვალა.

მამუკელაშვილის წარმატებული ასპარეზობა კომენტარის გარეშე არ დაუტოვებია გუნდის მთავარ მწვრთნელს. ჯეი ჯეი რედიკმა ქართველი კალათბურთელი შეაქო:

„სანდრო დღეს დიდებული იყო. ჩემი აზრით, იმ ორმა მოხსნამ, რომლებიც მამუმ შეხვედრის მიწურულს დაცვაში მიითვალა, მატჩის ბედის გადაწყვეტაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა“, – განაცხადა რედიკმა.

1tv.ge