ერთი რამ ცხადია,  ევროპა ვერ იქნება ძლიერი, თუკი გერმანია არ იქნება ძლიერი. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა.

ამის შესახებ მალტელმა პოლიტიკოსმა ბუდაპეშტში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.

მეცოლას თქმით, „ევროპული პოლიტიკური გაერთიანება“ მომდევნო თვეებში მოლოდინის რეჟიმში იქნება.

„ჩვენ მოუთმენლად ველოდებით მომდევნო რამდენიმე თვეს, როდესაც გამოვალთ მოწოდებებით პოლიტიკური სტაბილურობისკენ, როდესაც მოვუწოდებთ ყველა მხარეს პასუხისმგებლობით მოქმედებისკენ“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

ცნობისთვის, გერმანიის მმართველი კოალიცია, რომელიც 2021 წლის ბოლოს ჩატარებული არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდა, ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებული ხანგრძლივი დავის გამო დაიშალა.

კანცლერმა ოლაფ შოლცმა გადაწყვიტა, გაეთავისუფლებინა ფინანსთა მინისტრი ქრისტიან ლინდნერი – კოალიციაში შემავალი „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი და განაცხადა, რომ 2025 წლის იანვარში ბუნდესტაგში ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრას დანიშნავს.

ოპოზიციური „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა კი განაცხადა, რომ სურს, შოლცის მთავრობისადმი ნდობის საკითხზე კენჭისყრა უკვე მომდევნო კვირაში გაიმართოს.

1tv.ge