იაპონური ფრენჩაიზის „პოკემონის“ საკოლექციო ბარათი შეერთებულ შტატებში აუქციონზე რეკორდულ ფასად, 16,5 მილიონ დოლარად გაიყიდა.

The Japan Times-ის ცნობით, ის ადრე ამერიკელ ბლოგერ ლოგან პოლს ეკუთვნოდა.

პოლმა ის 2021 წელს 5,3 მილიონ დოლარად შეიძინა. 

ბარათი სუფთა ოქროსგან დამზადებული გულსაკიდია და მორთულია 10 000 ბრილიანტით, რომელთა წონა დაახლოებით 35 კარატია. სამაგრი ასევე ძვირფასი ქვებითაა მოჭედილი.

ნიმუში 1998 წელს გამოვიდა და მისი მხოლოდ 41 ეგზემპლარი არსებობს. ეს მას მსოფლიოში ერთ-ერთ უიშვიათესად აქცევს.