თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ევროკავშირში გაწევრიანება პრიორიტეტად დაისახა. ამის შესახებ Bloomberg წერს.

გამოცემის თანახმად, ევროკავშირსა და თურქეთს შორის გამარტივებულ სავაჭრო ურთიერთობის შემოღებასთან დაკავშირებით მუშაობა დაწყებულია და ზაფხულის შემდგომ საბაჟო კავშირების გამარტივება იგეგმება.

საბაჟო საკითხებზე პასუხისმგებელი ევროკომისარი პაოლო ჯენტილონის განცხადებით, ამ საკითხის განხილვა ზაფხულის შემდგომ მოხდება. 

„რთული საკითხებია გადასაწყვეტი“- ასე აფასებს ევროკომისარი თურქეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას. თუმცა ჯენტილონი არ გამორიცხავს თურქეთის „ახალ სიგნალებზე დაყრდნობას“.