„ჩვენ გადავწყვიტეთ, გამოვაცხადოთ ერთდღიანი ეროვნული გლოვა ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის დაღუპვის გამო“, –  ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი აქტიურად იყო ჩართული ვერტმფრენის სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში.

„ამინდის გამო შექმნილი რთული პირობების მიუხედავად, თურქულმა სამძებრო-სამაშველო ჯგუფმა სამუშაოები 7,5 საათის განმავლობაში ჩაატარა“, – განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპნენ.