ერაყში აშშ-ის საელჩოზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა, - ინფორმაციას Reuters-ი ერაყის უსაფრთხოების წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, თავდასხმის შემდეგ ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მდებარე აშშ-ის საელჩოს შენობის თავზე კვამლი დააფიქსირეს.Associated Press-ის ინფორმაციით, რაკეტა ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენ მოედანზე ჩამოვარდა, ხოლო „ფრანს-პრესი“ წერს, რომ თავდასხმა დრონით განხორციელდა.

დარტყმის შედეგად გამოწვეული ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

www.interpressnews.ge