“კუბა აშშ-სთან დაახლოებასა და ვაშინგტონის პირობების მიღებას დათანხმდა ტოტალური „ბლექაუტის“ (ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვის) გამო”— ამის შესახებ Reuters იუწყება.
როგორც გამოცემა წერს, „თავისუფლების კუნძული“ მის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურმა ენერგეტიკულმა კრიზისმა მოიცვა. ჰავანაში ელექტროენერგია დღე-ღამეში 12 საათით ითიშება.
პრეზიდენტი მიგელ დიას-კანელი კუბელებს გულწრფელად გამოუტყდა: ქვეყანაში საწვავი უკვე 3 თვეა არ არის და ვითარება კრიტიკული გახდა.
გამოუვალი მდგომარეობის გამო, კუბის ხელისუფლება მზადაა დახმარება დონალდ ტრამპს სთხოვოს და ვაშინგტონთან პირდაპირი მოლაპარაკებები წამოიწყოს….