მეოთხე კვარტალში ფიქსირდება კონტინენტთაშორისი რეისების ეკონომ კლასის ბილეთებზე ფასების შემცირება, ამავდროულად, საქმიან მოგზაურობაზე მზარდი მოთხოვნა ბიზნეს კლასის ბილეთების ფასის ზრდას იწვევს, – ამის შესახებ ნათქვამია საკონსულტაციო კომპანია Advito-ს ახალ ანგარიშში.

ექსპერტების აზრით, მეოთხე კვარტალში კონტინენტთაშორისი ეკონომ კლასის რეისების საშუალო ტარიფები გასულ წელთან შედარებით შემცირდება მსოფლიოს ყველა რეგიონში, აზიის გარდა. ევროპაში შემცირება 5% იქნება, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში - 3%. Advito-ს კვარტალური მოგზაურობის ფასების ინდექსი ამას გეოპოლიტიკურ გაურკვევლობას და ეკონომიკური ზრდის შენელებას მიაწერს.

კონტინენტთაშორისი რეისების ბიზნეს კლასის ბილეთების ფასები გასულ წელთან შედარებით გაიზრდება ყველა რეგიონში, ლათინური ამერიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის გარდა (სადაც 1%-იანი კლებაა პროგნოზირებული). ევროპაში ფასები გასულ წელთან შედარებით 3%-ით გაიზრდება.

ვრცლად buyingbusinesstravel – ზე