მედიის ცნობით ეგვიპტის კურორტ ხურგადაში რუსი ტურისტი ზვიგენმა შეჭამა, მისმა შეყვარებულმა კი თავის დაღწევა მოახერხა.
რუსი ტურისტი 23 წლის იყო და ეგვიპტეში დიდი ხნით დარჩენას გეგმავდა. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გარდაცვლილის სახელი ვლადიმირ პოპოვია, რომელიც რამდენიმე თვის წინ მამასთან ერთად ხურგადაში საცხოვრებლად გადავიდა.
მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ სანამ ზვიგენი მამაკაცს წყალში ჩაითრევდა, იგი მამას დასახმარებლად ეძახდა, რომელიც უბედურ შემთხვევას ნაპირიდან უყურებდა.