ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ცენტრალურ აფრიკაში ებოლას ვირუსის თითქმის 500 დადასტურებული შემთხვევა დააფიქსირა და გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მიმდინარე აფეთქება შესაძლოა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდეს.
ჯანდაცვის ოფიციალური პირები რეგიონში ვირუსის გავრცელების შეკავებას ცდილობენ, თუმცა სიტუაცია კვლავ უარესდება.
ჯანმომ უკვე გამოაცხადა სიტუაცია საერთაშორისო შეშფოთების მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობად. და ჯანდაცვის ოფიციალური პირები ცდილობენ, რომ ვირუსის რეგიონში გავრცელება შეაკავონ.
„ასეთი მასშტაბი სრულიად შესაძლებელია“, - განაცხადა აფეთქების პროგნოზირებისა და ანალიზის ცენტრის დირექტორმა ჯეისონ აშერმა, როდესაც ჰკითხეს, შეიძლება თუ არა ამჟამინდელი აფეთქება მასშტაბით შედარებადი გახდეს დასავლეთ აფრიკაში 2014 წელს მომხდარ ეპიდემიასთან.
შაბათს გამოქვეყნებულ უახლეს განახლებაში ჯანმომ განაცხადა 452 დადასტურებული შემთხვევის შესახებ, მათ შორის 82 გარდაცვალების, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სადაც ებოლას აფეთქება ოფიციალურად სამი კვირის წინ გამოცხადდა.
მეზობელ უგანდაში 19 დადასტურებული და ორი გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.
ამჟამინდელი აფეთქება, რომელიც ებოლას ვირუსის იშვიათ შტამს ბუნდიბუგიოს უკავშირდება, 15 მაისს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში გამოცხადდა, თუმცა ითვლება, რომ ვირუსი გარკვეული დროის განმავლობაში შეუმჩნევლად ვრცელდებოდა. ამჟამად ამ შტამისთვის დამტკიცებული ვაქცინები და მკურნალობის მეთოდები არ არსებობს.
პარასკევს, ჯანმო-მ და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის აფრიკის ცენტრებმა წარმოადგინეს 518 მილიონი დოლარის ღირებულების რეაგირების გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს მეთვალყურეობის, ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და ინფექციის პრევენციის ზომების გაძლიერებას.
„აფეთქება სწრაფად ვითარდება და ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ, რომ დავეწიოთ. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეპიდემია იქ, სადაც ის არის, დავეხმაროთ ქვეყნებს, რომლებიც დღეს მასთან ბრძოლაში არიან და უზრუნველვყოთ, რომ მეზობელი ქვეყნები მზად იყვნენ შემთხვევების სწრაფად იდენტიფიცირებისა და სწრაფი რეაგირებისთვის. ეს სერიოზული ეპიდემიაა და ჩვენ ვიცით, როგორ შევაჩეროთ ის, მაგრამ ჩვენ სწრაფად და ერთად უნდა ვიმოქმედოთ,“ - “, - განაცხადა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
ებოლა საკმაოდ საშიში ვირუსია, რომელიც გადადის ინფიცირებული ადამიანის სისხლით, ნერწყვით, ოფლით და სხეულის სხვა სითხეებით პირდაპირი კონტაქტით.
ასევე შეიძლება გადაცემა დაბინძურებული ნივთებიდან (ტანსაცმელი, საწოლი და ა.შ.). ჰაერით ჩვეულებრივ არ ვრცელდება.
მისი სიმპტომებია მაღალი სიცხე, ძლიერი სისუსტე, კუნთებისა და თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, ასევე ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, მძიმე შემთხვევებში — შიდა და გარე სისხლდენა.
ინკუბაციის პერიოდი ჩვეულებრივ 2–21 დღეა. ადამიანი გადამდები ხდება სიმპტომების დაწყების შემდეგ.
სიკვდილიანობა საშუალოდ დაახლოებით 50%-ია, თუმცა სხვადასხვა აფეთქების დროს 25%-დან 90%-მდე მერყეობდა. მიმდინარე Bundibugyo შტამის შემთხვევაში ლეტალობა დაახლოებით 30–50%-ს შორისაა.