დუბაიმ დრონების მარშრუტის ქსელის შექმნის გეგმის შესახებ განაცხადა, რომელსაც ხელისუფლებასთან ერთად, დუბაის ინტეგრირებული ეკონომიკური ზონების ორგანო (DIEZ) განახორციელებს.

DIEZ დაბალ სიმაღლეზე ფრენისას დრონების მარშრუტების რუკასა და მათი აფრენისა და დაშვების ადგილებზეა პასუხისმგებელი. დრონებისთვის მარშრუტის ქსელის შექმნის ინიციატივა დუბაიში მცირე ავიაციის და ლოგისტიკური სექტორის განვითარებას შეუწყობს ხელს. 

პროექტის განხორციელების ფარგლებში კომპანია გააზიარებს მონაცემთა ბაზებს, გეოგრაფიულ ციფრულ ინფორმაციას და სამგანზომილებიან რუკებს.

2023 წლის აპრილში, შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა, ვიცე-პრეზიდენტმა, არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრმა და დუბაის მმართველმა, გამოსცეს ახალი კანონები, რომლებიც დუბაიში დრონების გამოყენებას არეგულირებენ. მათ ჩამოაყალიბეს დამტკიცებული კრიტერიუმები პატარა თვითმფრინავებისთვის, აეროპორტების დიზაინისა და ექსპლუატაციისთვის, ასევე მათთვის საჭირო ინფრასტრუქტურისა და საწვავის მომარაგების შემუშავებისთვის.

დუბაის სამოქალაქო ავიაციის ორგანო (DCAA), სხვა უწყებებთან თანამშრომლობით, შეიმუშავებს კრიტერიუმებსა და სტანდარტებს აეროპორტებისთვის, სადაც თვითმფრინავები განთავსდება, ასევე ზედამხედველობას გაუწევს ინფრასტრუქტურის მშენებლობას.

Dubai Aviation Engineering Projects-ს (DAEP) დაევალება აეროპორტების, სადგურების და თვითმფრინავების ინფრასტრუქტურის დაპროექტება, ასევე პროექტების ზედამხედველობა მათი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის უზრუნველყოფა. 

ახალი კანონები ნებისმიერ პირს, DCAA ლიცენზიის მიღების გარეშე, დრონების ან თვითმფრინავების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობას უკრძალავს.