დუბაის საერთაშორისო აეროპორტმა (DXB) ამბიციური მიზანი დაისახა — 2032 წლისთვის 124 მილიონ მგზავრს მოემსახუროს. ამ პერიოდისთვის დაგეგმილია მგზავრთნაკადის სრულად გადატანა ახალ ალ-მაქთუმის საერთაშორისო აეროპორტში (DWC).
როგორც Dubai Airports-ის გენერალურმა დირექტორმა, პოლ გრიფიტსმა, განაცხადა, მიმდინარე წლის ბოლოსთვის DXB-მ უნდა მიიღოს 95.3 მილიონი მგზავრი, რაც მორიგი რეკორდი იქნება.
დუბაი უკვე ზედიზედ 11 წელია ინარჩუნებს მსოფლიოს ყველაზე დატვირთული საჰაერო ჰაბის ტიტულს.
პროგნოზის მიხედვით, აეროპორტი 100 მილიონ მგზავრს 2027 წლისთვის მიაღწევს.
მოგზაურთა რაოდენობა 2031 წლის ბოლოსთვის შეიძლება 115 მილიონს მიუახლოვდეს, ხოლო 2032 წლისთვის, როდესაც ახალ აეროპორტში გადასვლის პროცესი დასრულდება, 124 მილიონს მიაღწევს.
ალ-მაქთუმის აეროპორტი 2010 წლიდან ფუნქციონირებს და ამჟამად ძირითადად სატვირთო,კერძო, ჩარტერულ და ზოგიერთ რეგულარულ რეისს ემსახურება.
გრიფიტსის თქმით, მშენებლობის დასრულებისა და სრული ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ალ-მაქთუმის ობიექტი „მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი აეროპორტი“ გახდება.