აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელსაც ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში ბრალი ოთხი მუხლით წაუყენეს, თავს უდანაშაულოდ ცნობს.

დონალდ ტრამპს ბრალი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე წაუყენეს, რომელზედაც გამოძიებას სპეციალური პროკურორი, ჯეკ სმიტი აწარმოებდა.

დონალდ ტრამპი ფორმალურად დააკავეს, თუმცა მომდევნო სასამართლო პროცესის მოლოდინში გაათავისუფლეს, რომელიც 28 აგვისტოსაა ჩანიშნული. აღსანიშნავია, რომ ეს ტრამპის მესამე დაკავებაა ბოლო ოთხი თვის განმავლობაში.

დონალდ ტრამპმა, სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ, მის წინააღმეგ წაყენებული ბრალდებები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საბრალდებო დასკვნა პოლიტიკური ოპონენტის დევნაა. „ძალიან სამწუხარო დღეა ამერიკისთვის,“- აღნიშნა ტრამპმა.

ფედერალური პროკურორები ამტკიცებენ, რომ ტრამპს, არჩევნებში დამარცხების შემდეგ, გადაწყვეტილი ჰქონდა ხელისუფლებაში დარჩენა და რომ მან და ექვსმა თანამზრახველმა მოაწყვეს შეთქმულება, რათა არჩევნების შედეგები შეეცვალათ, რამაც 2021 წლის 6 იანვარს, აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმის ფაქტი გამოიწვია.