დონალდ ტრამპს არ აინტერესებს, რას გვიყვირიან ევროპელები, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რაც ამერიკის მოქალაქეების ინტერესებში შედის, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა გრენლანდიაზე საუბრის დროს განაცხადა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, დანია, რომელიც ფლობს კუნძულ გრენლანდიას, „არ აკეთებს თავის საქმეს“ და არ არის კარგი მოკავშირე.

„ჩვენ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. ეს თუ ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო დიდი ტერიტორიული ინტერესი უნდა გვქონდეს გრენლანდიის მიმართ, მაშინ ეს არის ის, რასაც პრეზიდენტი ტრამპი გეგმავს. იმიტომ, რომ მას არ აინტერესებს, რას გვიყვირიან ევროპელები, მას აინტერესებს, პირველ ყოვლისა, რა არის ამერიკის მოქალაქეების ინტერესებში“, – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.

1tv.ge