აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ვერ წარმოუდგენია, რომ დემოკრატები მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ახალ პროცესს დაიწყებენ. ამის შესახებ მან CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ვერ წარმომიდგენია, რომ ეს მოხდება. რა ჩავიდინე? ჩემ უკან ნებისმიერი საპრეზიდენტო ადმინისტრაციის საუკეთესო ორი წელია“, – თქვა მან.

ტრამპის თქმით, იმპიჩმენტის ნაცვლად, ის შექებას იმსახურებს, რადგან ქვეყნიდან „საშიში ადამიანები“ გააძევა.

„მჯერა, რომ საზღვრის დაცვისთვის უმაღლეს ქებას ვიმსახურებ. ასევე დიდი დამსახურებაა ქვეყნიდან საშიში ადამიანების გაძევება. თუმცა, ამავდროულად, მე ვაგებ, რადგან ქვეყნიდან გავაძევეთ ადამიანები, რომლებსაც კარგი სამსახური ჰქონდათ და რომელთა ერთადერთი დანაშაული, კანონის ერთადერთი დარღვევა იყო ქვეყანაში არალეგალურად შესვლა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, იმიგრაციის საკითხებზე დემოკრატებთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

1tv.ge