აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფებს 25%-მდე ზრდის.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეას გადასახადებს არსებული 15%-დან 25%-მდე გაუზრდის სხვადასხვა პროდუქტზე, მათ შორის ავტომობილებზე, ხე-ტყეზე, ფარმაცევტულ პროდუქტებსა და ყველა სხვა ორმხრივ ტარიფზე.
აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ სამხრეთ კორეა შეერთებულ შტატებთან მიღწეულ სავაჭრო შეთანხმებას არ ასრულებს.
„სამხრეთ კორეის საკანონმდებლო ორგანო არ ასრულებს შეერთებულ შტატებთან მიღწეულ შეთანხმებას,“ - აღნიშნა ტრამპმა და დასძინა, რომ სამხრეთ კორეისგან განსხვავებით შეერთებულმა შტატებმა სწრაფად იმოქმედა ტარიფების შესამცირებლად შეთანხმებული ტრანზაქციის შესაბამისად.
სამხრეთ კორეის ხელისუფლება აცხადებს, რომ ტარიფების გაზრდის შესახებ ოფიციალური შეტყობინება არ მიუღია და რომ საკითხზე ვაშინგტონთან სასწრაფო მოლაპარაკებები სურს.
ipn.ge