აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე ტოდ ბლანშეს წარადგენს.
ბლანშე ტრამპს წარმოადგენდა სისხლის სამართლის საქმეზე ნიუ იორკში, სადაც ის ბიზნესჩანაწერების გაყალბებისთვის გაასამართლეს.
„ტოდი არის შესანიშნავი იურისტი, რომელიც მნიშვნელოვანი ლიდერი იქნება იუსტიციის დეპარტამენტში და გამოასწორებს მართლმსაჯულების სისტემას, რომელიც უკვე დიდი ხანია, ჩამოშლილია“, – აღნიშნავს ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
1tv.ge