დიდი ბრიტანეთი ავიაკომპანია Wizz Air-ს იმ მგზავრთა საჩივრების ხელახლა განხილვას სთხოვს, რომელთაც ფრენის გაუქმების გამო კომპანიას საჩივრით 2022 წლის 18 მარის შემდეგ მიმართეს. გაერთიანებული სამეფოს საავიაციო მარეგულირებლის „უპრეცედენტო“ ჩარევის შემდეგ Wizz Air-ს დაევალა გადახედოს მგზავრთა საჩივრებს და ფრენის გაუქმების ან დაგვიანებით შესრულების გამო მათ კომპენსაცია გადაუხადოს.
გადაწყვეტილება ბოლო 6 წლის განმავლობაში შეტანილ საჩივრებს შეეხება, რაც დაახლოებით 10 000 მგზავრს მოიცავს.
Wizz Air-მა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება უკვე განხორციელდა.
მარეგულირებელმა ხაზი გაუსვა მგზავრების იმედგაცრუებას იმის გამო, რომ არ მიეწოდებათ ინფორმაცია ფრენის ალტერნატიული ვარიანტების შესახებ, როდესაც მათი რეისის გაუქმება ხდება, რაც კანონიერი ვალდებულებაა.
Wizz Air-მა აიღო ვალდებულება ხელახლა განიხილოს პრეტენზიები და აანაზღაუროს რეისის შეცვლისა და ტრანსფერით განხორციელებული ფრენების დროს მგზავრების მიერ სასტუმროზე დახარჯული თანხები.
კომპანიამ ეს ვალდებულება მგზავრების ჩართულობის გარეშე უნდა შეასრულოს.