კომპანია Diageo-მ შესთავაზა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ტრამპის ტარიფების ალტერნატივად განიხილოს სავაჭრო ხელშეკრულებებში საქონლის წარმოშობის ქვეყნის მიმართ უფრო მკაცრი მოთხოვნების შემოღების შესაძლებლობა – ამის შესახებ Reuters-ი კომპანიის მიერ აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლისთვის გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით იუწყება.
Diageo-ს ხელმძღვანელებმა ადრე გააფრთხილეს, რომ კომპანიის საოპერაციო მოგება წლის მეორე ნახევარში შეიძლება 200 მილიონი დოლარით შემცირდეს, თუ აშშ დააწესებს 25 პროცენტიან ტარიფებს მექსიკიდან და კანადიდან საქონელზე. Diageo-ს აქვს ტეკილას და ვისკის წარმოების აქტივები ამ ქვეყნებში.