დღეს და ხვალ აბუ დაბიში უკრაინის, რუსეთის და აშშ-ის სამმხრივ მოლაპარაკებებზე მთავარი განსახილველი საკითხი დონბასი იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„დონბასის საკითხი მთავარია. განიხილავენ, როგორ ხედავენ ამას სამი მხარე“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ღამით და დღეს, დილით უკრაინის მომლაპარაკებელთა ჯგუფის ხელმძღვანელ რუსტემ უმეროვს ესაუბრა.
„ის იმუშავებს და ამა თუ იმ საუბრების ან შეთანხმებების თითოეულ ეტაპზე შესაბამის სიგნალებს მომაწვდის. თქვენც გაგიზიარებთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა დავოსში, აშშ-ის პრეზიდენტთან გამართულ მოლაპარაკებებზე და ამ შეხვედრას პოზიტიური უწოდა.
ზელენსკის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტი მზადაა ხელმოწერისთვის და ის თარიღის და ადგილის დასახელებას ელოდება აშშ-ის პრეზიდენტისგან.