Google 1 დეკემბრიდან, იმ  ანგარიშებს წაშლის, რომელიც  ორი წლის  განმავლობაში არ გამოუყენებიათ, „ექაუნთთან“ ერთად წაიშლება მასზე არსებული მონაცემებიც. 

Google ძველ ანგარიშების წაშლის გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ სურს  შეამციროს  დავიწყებული ან უყურადღებო ანგარიშების კომპრომატების რისკი, რადგან ისინი ხშირ შემთხვევაში დაუცველები არიან და უსაფრთხოების ნაკლები შემოწმება აქვთ. 

„როდესაც ანგარიში დაზიანებული და მივიწყებულია, ის შეიძლება ნებისმიერი რამისთვის იქნას გამოყენებული, პირადი მონაცემების ქურდობიდან დაწყებული, არასასურველი ან თუნდაც მავნე შინაარსის კონტენტის გავრცელებით დასრულებული“, - ნათქვამია კომპანიაში ანგარიშის განახლებულ პოლიტიკაში.

ანგარიშის წაშლამდე Google შეტყობინებებს ანგარიშის ელფოსტის მისამართზე გამოგიგზავნით. თუ გსურთ ანგარიშის შენახვა, ამისთვის უნდა შეხვიდეთ Google ანგარიშში ან Google სერვისში მინიმუმ ორ წელიწადში ერთხელ და წაიკითხოთ ელფოსტა, უყუროთ ვიდეოს, ან, თუნდაც მოიძიოთ რამე Google-ში, რათა აქტივობა დაფიქსირდეს.