„ფაინენშალ ტაიმსის“ ცნობით, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დროებითი თანათავმჯდომარე ლარი ფინკი დავოსის ფორუმის ადგილმდებარეობის შეცვლის შესაძლებლობას იკვლევს.
19 იანვარს, დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დაწყებამდე, ფინკმა LinkedIn-ზე შემდეგი დაწერა:
„56 წლის განმავლობაში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსის სინონიმი იყო. სავარაუდოდ, ის ასე დარჩება კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში. თუმცა, უნდა ველოდოთ, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი რაღაც ახალს გააკეთებს: გამოჩნდება - და მოუსმენს - იქ, სადაც თანამედროვე სამყარო ნამდვილად ყალიბდება. დავოსი, დიახ. მაგრამ არის ისეთი ადგილები, როგორიცაა დეტროიტი და დუბლინი, და ისეთი ქალაქები, როგორიცაა ჯაკარტა და ბუენოს-აირესი“.