„ზურიკო დავითაშვილი „სენტ-ეტიენის“ საუკეთესო ბომბარდირი და „მწვანეების“ ერთ-ერთი ლიდერია, რომელმაც გუნდის თამაში უფრო ეფექტური გახადა“, – ქართველ ფეხბურთელზე წერილს გამოცემა Le Progrès-ი აქვეყნებს.
„25 წლის ზურიკო დავითაშვილი კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სეზონს ატარებს. 13 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით მან თავი დაიმკვიდრა, როგორც საფრანგეთის ლიგა 2-ის ერთ-ერთმა ყველაზე სასარგბლო მოთამაშემ, ხოლო ლუკას სტასინთან ერთად „სენტ-ეტიენის“ უახლეს ისტორიაში ყველაზე ეფექტური შემტევი დუეტი ჩამოაყალიბა. აღსანიშნავია, მისი სტაბილური თამაში – სახიფათო მომენტებს თითქმის ყველა მატჩში ქმნის.
„სენტ-ეტიენის“ მთავარი მწვრთნელი ფილიპ მონტანიე მის მრავალფეროვნებას უსვამს ხაზს: „დავითაშვილი ძალიან კარგი თავდამსხმელია, ის ყოველთვის თავდადებით და მონდომებულად თამაშობს“.