ღვინისა და სპირტიანი სასმელების ავტორიტეტულმა ანალიტიკურმა ჟურნალმა Wine-Searcher-მა ბირმინგემში, Cambridge Distillery-ის მიერ წარმოებული Watenshi („იაპონური ანგელოზი“) 2026 წლის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ჯინად დაასახელა. მისი ამჟამინდელი ფასი 3,800 დოლარს აჭარბებს.

„იაპონურად“ ჯინი Watenashi ითვლება არა იმიტომ, რომ ის იაპონიაში იწარმოება, არამედ მხოლოდ მისი სპეციფიკური ინგრედიენტებისა და არომატული სანელებლების გამო. ეს არის დღეისთვის უნიკალური ჯინი, რომელიც გამოირჩევა თავისი წარმოების ტექნოლოგიით. სხვა დისტილერიებისგან განსხვავებით, რომლებიც კარგავენ „ანგელოზის წილს“ - ალკოჰოლის მცირე ნაწილს, რომელიც დისტილაციის დროს ორთქლდება - კემბრიჯის დისტილერიამ შეიმუშავა მეთოდი ამ იშვიათი ფრაქციის შესანარჩუნებლად.

ჯინი Watenashi–ს მოსამზადებლად როგორც Cambridge Distillery–ში აღნიშნავენ, აუცილებელია დაბალ წნევაზე და მინუს 50 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე ორმოცდაათჯერ დისტილაცია. ამასთან, საბოლოო სასმელად გამოიყენება გამოხდილი სითხის მხოლოდ 1%.

ვრცლად rbc.ru - ზე