დანიაში გამოცდების დროს სტრესთან გამკლავების ახალი გზა მოიგონეს: სტუდენტებს გამოცდებისთვის მოსამზადებლად, კოპენჰაგენიდან ნახევარი საათის სავალზე სპეციალურ კუნძულზე იწვევენ – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
კუნძულს „ახალგაზრდობის კუნძული“ ჰქვია. ადრე იქ სამხედრო ბაზა იყო, ახლა კი სწავლისა და დასვენებისთვის კომფორტული ადგილები გაკეთდა. სტუდენტების პირველი ჯგუფი იქ უკვე ცხოვრობდა აპრილის ბოლოდან მაისის დასაწყისამდე.