2024 წელს დანიაში კვლავ არ მომხდარა ბანკის გაძარცვის არცერთი შემთხვევა. ევროპულსი წერს, რომ ეს უკვე ზედიზედ მესამე წელია ამ დანაშაულის გარეშე.

ბანკის მუშაკთა პროფკავშირის თანახმად, დანიელები სულ უფრო ხშირად იყენებენ საბანკო ბარათებს და ონლაინ გადახდებს, რაც ბანკებს ნაკლებად მიმზიდველს ხდის მძარცველებისთვის.

ჯერ კიდევ 2015 წელს, დანიის მთავრობამ შესთავაზა, რომ ვაჭრებმა უარი თქვან ფულზე უნაღდო ანგარიშსწორების სასარგებლოდ. ამავდროულად, დანიამ გადაწყვიტა გამხდარიყო ერთ-ერთი პირველი სრულიად „ბანკნოტების გარეშე“ ქვეყანა.

დანიაში ბანკომატების გატეხვის მცდელობები ასევე პრაქტიკულად გაქრა, მხოლოდ ერთი წარუმატებელი მცდელობა იყო 2024 წელს.