თანდათან იცვლება ადამიანების დამოკიდებულება სიკვდილის მიმართ – ჩნდება მიცვალებულებთან დამშვიდობების ახალი ტრადიციები. ამჯერად 5 მათგანზე ვისაუბრებთ.

1.

„სიკვდილის პოზიტიური მოძრაობა“

სიკვდილის პოზიტიური მოძრაობა არის კონცეფცია, რომელიც სიკვდილს უყურებს არა როგორც ყველაფრის დასასრულს, არამედ როგორც ცხოვრების ბუნებრივ პროცესს.

ამ მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია  The Order of the Good Death (კარგი სიკვდილის ორდენი), რომელიც ამერიკელმა მწერალმა, დაკრძალვის მუშაკმა და საზოგადო მოღვაწემ კეიტლინ დოუტიმ დააარსა.

მან პოპულარობა მოიპოვა თავისი YouTube არხის Ask a Mortician ('ჰკითხე მესაფლავეს") მეშვეობით, სადაც ის განიხილავს სიკვდილის და დაკრძალვის კულტურის სხვადასხვა ასპექტს.

ორდენი ცდილობს შეცვალოს დამოკიდებულებები სიკვდილისა და მიცვალებულების მიმართ და მოუწოდებს ამ თემის უფრო ღია და მისაღები განხილვისკენ.

2.

„მიცვალებულის მაკიაჟი“

„მიცვალებულის მაკიაჟი“ არის პროცესი, რომელიც კეთდება გარდაცვლილის სხეულზე, რათა მას უფრო ბუნებრივი სახე მიეცეს დაკრძალვამდე.

ხშირ შემთხვევაში, ასეთ მომსახურებას ახორციელებენ პროფესიონალი ვიზაჟისტები, ზოგჯერ კი გარდაცვლილის ახლობლები, რათა გამოიჩინონ ზრუნვა გარდაცვლილის მიმართ და გახადონ პროცესი უფრო პერსონალური და შინაარსიანი.

ამ მაკიაჟის კეთება ნათესავებსა და მეგობრებს სიკვდილზე ფიქრთან შეგუებასა და გარდაცვლილთან დამშვიდობებაში ეხმარება.

3.

დიზაინერის შექმნილი კუბოები და გვირგვინები

კუბოების დიზაინზე ზრუნვა, განსაკუთრებით პოპულარული რუსეთშია. ეს ერთ-ერთი გზაა გარდაცვლილის ინდივიდუალობის ხაზგასასმელად. მოხატული კუბოები, რომლებიც დამზადებულია სხვადასხვა სტილში და ფერში, საშუალებას გაძლევთ გადმოსცეთ გარდაცვლილის ხასიათი და ინტერესები.

4.

„ცოცხალი მემორიალები“

„ცოცხალი მემორიალი“ ეს არის ინოვაციური და ეკოლოგიურად სუფთა გზა მიცვალებულთა პატივისცემისა და ხსოვნის შესანარჩუნებლად.

ასეთი „ცოცხალი მემორიალის“ შექმნას ახორციელებს, კომპანია Biopresence დიდი ბრიტანეთიდან. კომპანიას ადამიანის დნმ შეჰყავს მცენარის უჯრედში, რათა შექმნას „ცოცხალი მემორიალი“ ხის სახით, რომელიც შეიცავს გარდაცვლილის გენეტიკურ მასალას.

5.

„აკვამაცია“

აკვამაცია ანუ წყლის კრემაცია ემყარება ცეცხლის ნაცვლად წყლის გამოყენებას, რომელიც სხეულს ბუნებრივ სითხედ აქცევს და მისგან რჩება მხოლოდ ძვლები.

წყლის კრემაცია 20 წელზე მეტი ხნის წინ გამოიგონეს, მაგრამ მხოლოდ ბოლო წლებში გახდა პოპულარული. ტრადიციულ კრემაციასთან შედარებით, აკვამაცია არ გამოყოფს კვამლს, ნახშირორჟანგს ან სხვა ტოქსიკურ ნივთიერებებს ატმოსფეროში.

გარდა ამისა, იგი ბევრად ნაკლებ ენერგიას იყენებს, ვიდრე ტრადიციული კრემაცია, რაც მას უფრო ეკოლოგიურად მდგრადს და იაფს ხდის: აკვამაცია აშშ-ში $900-დან $2,500-მდე ღირს, ხოლო კრემაცია $1,500-დან $9,000-მდე ღირს.

აკვამაციას იყენებენ: ამერიკის ზოგიერთ შტატში, კანადის 3 შტატი, ავსტრალიის, მექსიკის, სამხრეთ აფრიკასა და ნიდერლანდებში.