Daily Mail-ის მფლობელმა DMGT-მ  განაცხადა, რომ 500 მილიონ ფუნტად (დაახლოებით 650 მილიონი დოლარი) იყიდის კონკურენტ მედიაგამოცემას — The Telegraph-ს.

გამოცემის ცნობით, გარიგების შემდეგ ჩამოყალიბდება ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, მემარჯვენე მიმართულების მედია ჯგუფი. გარიგება მას შემდეგ შედგა, რაც ერთი კვირის წინ ამერიკულმა საინვესტიციო კომპანიამ RedBird Capital Partners-ი ოფიციალურად გავიდა Telegraph-ის შესყიდვის პროცესიდან.

Financial Times-ის ცნობით, DMGT-ის მიერ შეთავაზებული 500 მილიონი ფუნტის ფასი სწორედ ის თანხაა, რომელიც RedBird-ის კონსორციუმს უკვე ჰქონდა დახარჯული Telegraph-ის შესყიდვაზე.

DMGT-ის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ ექსკლუზიურ პერიოდში, რათა სწრაფად დახურონ გარიგება და საჭირო დოკუმენტები გადაიგზავნოს მარეგულირებელ სტრუქტურებში. კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ ტრანზაქცია სრულად შეესაბამება ბრიტანეთის „უცხო სახელმწიფო გავლენის“ წესებს, რადგან გარიგების ფონდებში უცხო სახელმწიფო კაპიტალი არ მონაწილეობს.