პლატფორმა Cvent–ის მიხედვით, ლონდონი 2026 წელს მეოთხედ დასახელდა ევროპაში საქმიანი ღონისძიებებისთვის საუკეთესო მიმართულებად. საუკეთესო სამეული გასული წლის ანალოგიური დარჩა: მეორე ადგილზეა ბარსელონა, მესამეზე კი მადრიდი. ლისაბონი ერთი პოზიციით დაწინაურდა და მეოთხე ადგილზე გადავიდა. პარიზმა ასევე გაიუმჯობესა პოზიცია და ხუთეულში მოხვდა.
ევროპაში საქმიანი შეხვედრებისთვის საუკეთესო სასტუმროებს შორის დასახელდა Meliá Avenida América (მადრიდი), Hilton London Metropole და W Barcelona. EPIC SANA Maquês და Sheraton Lisboa Hotel & Spa (ლისაბონი) ასევე მოხვდნენ ხუთეულში.
დანიშნულების ადგილებისა და ობიექტების შეფასებისას გათვალისწინებული იქნა ისეთი ინდიკატორები, როგორიცაა ტენდერში მონაწილეობის მოთხოვნების საერთო რაოდენობა, დაჯავშნილი ღამეების რაოდენობა და MICE ბაზრის წილი მსხვილ ქალაქებში.
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე