გამაგრილებელი სასმელების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია - ამერიკული Coca-Cola, 2023 წლის მეორე ნახევარში პროდუქციის ფასების ზრდას გააგრძელებს, - ამის შესახებ განცხადება კომპანიის პრეზიდენტმა და მთავარმა ფინანსურმა დირექტორმა ჯონ მერფიმ გააკეთა.

მისი თქმით, კომპანია ფასებს ინფლაციის შესაბამისად დააწესებს, რაც განვითარებულ ბაზრებზე, სადაც ინფლაცია ნელდება, ფასების ზომიერ ზრდას ნიშნავს, და უფრო შესამჩნევი ფასების ზრდაა მოსალოდნელი, მაღალი ინფლაციის პირობებში, განვითარებად ბაზრებზე - არგენტინაში, ეგვიპტეში, ნიგერიაში, პაკისტანსა და თურქეთში.

როგორც Financial Times-ი წერს, 2023 წლის მეორე კვარტალში Coca-Cola-მ ფასები 10%-ით გაზარდა, ხოლო კუმულაციური გაყიდვები უცვლელი დარჩა იმავე პერიოდში, სასმელების ფასის ზრდის მიმართ მომხმარებელთა ლოიალობაზე რაც მიუთითებს.

PepsiCo Inc.-მა, Coca-Cola-ს მთავარმა კონკურენტმა, 17 ივნისს დასრულებულ მეორე ფისკალურ კვარტალში საშუალოდ 15%-ით გაზარდა ფასები. ფიზიკური თვალსაზრისით გაყიდვები მითითებულ პერიოდში 2,5%-ით შემცირდა.