როგორც The Insider-ის გამომძიებელი ჟურნალისტი და ავტორი, მაიკლ ვაისი წერს, მისი შეფასებით, აშშ-ს ცენტრალური დაზვერვის ბიუროს (CIA) დირექტორი, ჯონ რეტკლიფი მოსკოვში ჩავიდა რუსეთის გასაფრთხილებლად, რომ NATO-სა და ევროპის წინააღმდეგ ესკალაციას თავი აარიდონ.

ვაისი აღნიშნავს, რომ რეტკლიფს პროუკრაინული განწყობები აქვს. ამასთან, ჟურნალისტი ხაზს უსვამს, რომ 2021 წელს, როდესაც იმდროინდელი CIA-ს დირექტორი, ბილ ბერნსი მოსკოვში ჩავიდა, მან პუტინი უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით გააფრთხილა.

"ფსონს რომ ჩამოვდიოდე, ვიტყოდი, რომ რეტკლიფი მოსკოვში იმყოფება რუსეთის გასაფრთხილებლად, რომ NATO-სა და ევროპის წინააღმდეგ ესკალაციას თავი აარიდოს. პოლონელებთან, ბალტიის ქვეყნებთან და სკანდინავიელებთან გაზიარებულ აშშ-ს სადაზვერვო ინფორმაციას უკავშირდება და GRU-ს სავარაუდო საბოტაჟის ოპერაციებისა და  რუსული დრონების აქტივობისა შესამჩნევ ზრდას ემთხვევა. იხილეთ გერმანია, ბულგარეთი, რუმინეთი, ა.შ. CIA-ს დირექტორი პატიმრების გაცვლისთვის საჭირო არ არის. რეტკლიფი ასევე ამ ადმინისტრაციაში ყველაზე პროუკრაინულად განწყობილი მაღალჩინოსანია, რომელიც კიევს სიღრმეში იერიშებში ეხმარება. კონტექსტი აქ მნიშვნელოვანია: ბილ ბერნსი მოსკოვში 2021 წელს ჩავიდა, რათა პუტინი გაეფრთხილებინა... უკრაინაში შეჭრის შესახებ". - წერს ვაისი.

მოგვიანებით, სოციალურ ქსელში ღია წყაროებზე დაყრდნობით გავრცელდა ცნობები, რომ რეტკლიფმა მოსკოვი დატოვა. ვაისის თქმით, ეს მიუთითებს, რომ რეტკლიფმა რუსულ მხარეს "გზავნილი გადასცა".

"მხოლოდ მოკლე ვიზიტია. მიუთითებს, რომ გზავნილი გადასცეს. საეჭვოა, რომ ვლადიმირ პუტინს შეხვდა, რომელიც მას შემდეგ კვირამდე ალოდინებდა". - წერს ვაისი.

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, დღეს, 25 აგვისტოს, აშშ-ს ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს (CIA) დირექტორი, ჯონ რეტკლიფი რუს მაღალჩინოსნებთან შესახვედრად მოსკოვში ჩავიდა.