ევროსტატის მონაცემებით, ევროკავშირში, პირადი ტრანსპორტისთვის საავტომობილო საწვავისა და ზეთების ფასები ივლისში, 2025 წლის ივლისთან შედარებით, 16.9%-ით გაიზარდა.

ივნისში ფასები 13.7%-ით, მაისში 20.7%-ით, აპრილში 20.8%-ით და მარტში 12.9%-ით გაიზარდა. თებერვლამდე საწვავის ფასები ძირითადად მცირდებოდა როგორც ევროკავშირის მასშტაბით, ასევე ქვეყნების უმეტესობაში, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ივლისში ფასების ზრდა ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 25-ში დაფიქსირდა. საწვავის ფასების ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა რუმინეთში (+24.2%), გერმანიასა და ლიეტუვაში (+22.9%), ბულგარეთში (+22.2%), ნიდერლანდებში (+22%) და ფინეთში (+20.5%). უნგრეთში საწვავის ფასები 0.1%-ით შემცირდა.

წყარო: interfax