წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც აშშ აფინანსებდა ორგანიზაციებსა და პროექტებს, რომლებიც ჩვენს ინტერესებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ ევროკავშირში აშშ-ის ელჩი ენდრიუ პაზდერი აცხადებს.
მისი თქმით, აშშ ტოვებს ინსტიტუტებს, რომლებიც დიდი ხანია, ბიუროკრატიაში არიან ჩაფლულნი და მემარცხენეებს უჭერენ მხარს.
„ამერიკა უპირველეს ყოვლისა – მოქმედებაშია. საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებსაც აშშ ტოვებს, დიდი ხანია, უხერხულ ბიუროკრატიაში არიან ჩაფლული და გადაიქცნენ პროგრესული მემარცხენეების ინტერესების წინ წაწევის პლატფორმებად, თავისუფალი ბაზრების, ეკონომიკური კეთილდღეობისა და ჩვენი ერის ეროვნული უსაფრთხოების საზიანოდ. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება გადამწყვეტი ნაბიჯია, რომ აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფული აშშ-ის ინტერესების მიხედვით დაიხარჯოს და არა დესტრუქციული გლობალისტური სისულელეების წინსვლისთვის. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც აშშ აფინანსებდა ორგანიზაციებსა და პროექტებს, რომლებიც ჩვენს ინტერესებს ეწინააღმდეგება. პრეზიდენტი აკეთებს იმას, რაც ყოველთვის ჩვენი პოლიტიკის არსი უნდა იყოს: ამერიკელი ხალხის საჭიროებებსა და ინტერესებს პირველ ადგილზე დაყენება“, – წერს პაზდერი.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საპრეზიდენტო მემორანდუმს, რომელიც 66 საერთაშორისო ორგანიზაციიდან შეერთებული შტატების გასვლას ითვალისწინებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ეს ინსტიტუტები ამერიკელი ერის სუვერენიტეტისთვის, თავისუფლებებისა და საერთო კეთილდღეობისთვის საფრთხედ მიიჩნია.