ჩვენ არ გამოვწერთ ჩეკს იმის აღსადგენად, რაც ისრაელმა გაანადგურა, – ამის შესახებ კატარის პრემიერ-მინისტრმა, მოჰამედ აბდულრაჰმან ალ-თანიმ განაცხადა.
„ჩვენი გადახდები პალესტინელი ხალხის დასახმარებლად მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება უზრუნველყოფილი, თუ დავინახავთ, რომ მათ მიერ მიღებული დახმარება არასაკმარისია“ – აღნიშნა კატარის მთავრობის ხელმძღვანელმა.
კატარი თუ გადაწყვეტს, რომ არ დაუჭიროს მხარი ღაზაში რეკონსტრუქციის პროექტებს, კიდევ უფრო გაურკვეველია, ვინ იქნება ამის მსურველი, რადგან დოჰა, როგორც ჩანს, ნაკლებ პირობებს აყენებს, მაშინ როდესაც სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნები, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი, ამტკიცებენ, რომ ისინი არ უზრუნველყოფენ დაფინანსებას პალესტინის სახელმწიფოს შექმნის მკაფიო გზის გარეშე.
პალესტინის სახელმწიფოს პერსპექტივას ისრაელი უარყოფს.