აღმოსავლეთ ჩინეთში ტორნადოს 5 ადამიანი ემსხვერპლა, 100-მდე კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას cnn-ი სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ტორნადომ შანგდონგის პროვინციაში 2 820 სახლი გაანადგურა და ხეები წააქცია.

როგორც დონგმინგის ოლქის საგანგებო სიტუაციების მართვის ბიუროში აცხადებენ, ადგილობრივმა მთავრობამ სამეთაურო ცენტრი შექმნა და რეაგირებისთვის შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება დაიწყო.