რამდენიმე ჩინურმა კომპანიამ რობოტი-ძაღლები გამოშვება თანამედროვე სმარტფონების ფასში, ანუ 10 000 იუანზე, დაახლოებით, 1 400 დოლარზე ნაკლებ ფასად დაიწყო. ამის შესახებ გამოცემა Yicai წერს.

კერძოდ, სტარტაპ Vita Dynamics-მა თავისი პირველი რობოტი-ძაღლი, Big Head Bobo წინასწარ გაყიდვაში 9 988 იუანად, ანუ 1 421 დოლარად გამოუშვა. პირველივე დღეს კომპანიამ 10 მლნ იუანი, ანუ 1.4 მლნ დოლარის წინასწარი შეკვეთები მიიღო. Big Head Bobo-ს წარმოებას Vita Dynamics მომავალ თვეში დაიწყებს, ხოლო მიწოდება, სავარაუდოდ, 2026 წლის მარტისთვის დაიწყება.

კიდევ ერთმა ჩინურმა დეველოპერმა, Dobot-მა, ასევე, თავისი რობოტი-ძაღლის, Rover X1-ის წინასწარი გაყიდვები 7 499 იუანად, ანუ 1 067 დოლარად ჩაუშვა.

რობოტი-ძაღლების შემქმნელებისთვის სტაბილური მასობრივი წარმოების მიღწევა მთავარ გამოწვევად რჩება, რადგან ეს ხარჯის, მიწოდების ჯაჭვისა და ბაზრის განვითარების სისტემატურ შეფასებას მოითხოვს. Yicai-ის ცნობით, სამომხმარებლო ბაზარზე რობოტი-ძაღლების გამოშვების წინა მცდელობებს, როგორც პრაქტიკული გამოყენების, ასევე, მიწოდების ჯაჭვის მხრივ რამდენიმე სირთულე შეექმნა. ამან სტაბილური მასობრივი წარმოების უზრუნველყოფა გაართულა.

ჩინეთი რობოტიკის ინდუსტრიას სწრაფად ავითარებს ბაზრის. რეგულირების სახელმწიფო სამმართველოს მონაცემებით, 2024 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში ინტელექტუალური რობოტიკის კომპანიების რაოდენობამ 451 000-ს გადააჭარბა. მათი საერთო საწესდებო კაპიტალი 6.44 ტრლნ იუანს, ანუ, დაახლოებით, 900 მლრდ დოლარს შეადგენს. ასეთი საწარმოების რაოდენობა 2020 წლის ბოლოდან 200%-ით გაიზარდა, რაც ამ ეკონომიკური სექტორის სწრაფ ზრდას ასახავს.

www.bpn.ge