ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო.

ცვლილების შედეგად, რეფინანსირების განაკვეთი სამწლიან მინიმუმამდე შემცირდა.

სახალხო ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით, ერთწლიანი სასესხო განაკვეთი დამატებით 10 საბაზო პუნქტით, 1.9%-მდე შემცირდა. მსგავსი გადაწყვეტილება ცენტრალურმა ბანკმა გასულ თვესაც მიიღო. 

მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების მიზანი ეკონომიკური აქტივობის წახალისებაა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს ჩინეთის საცალო ვაჭრობის სექტორი მხოლოდ 1%-ით გაიზარდა, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება პროგნოზირებულ მაჩვენებელს.