ჩინეთმა განაცხადა, რომ 2026 წლის 1 მაისიდან გააუქმებს იმპორტზე დაწესებულ ტარიფებს ყველა აფრიკულ ქვეყანას, ესვატინის გარდა, რომელსაც დიპლომატიური ურთიერთობები აქვს ტაივანთან. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ამის შესახებ ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა განაცხადა.

ჩინეთმა უკვე დანერგა ნულოვანი ტარიფების პოლიტიკა 33 აფრიკული ქვეყნიდან იმპორტზე და ამჟამად ის პრაქტიკულად მთელ კონტინენტზე ვრცელდება.

სი ძინპინმა განაცხადა, რომ ნულოვანი ტარიფების შეთანხმება „აფრიკის განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს“. 

ჩინეთი აფრიკის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და რეგიონში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მთავარი ინვესტორია ამბიციური „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ინიციატივის ფარგლებში.

ჩინეთ-აფრიკის ვაჭრობამ 2025 წლის დასაწყისში 222 მილიარდ დოლარს მიაღწია და შესაძლოა, ტარიფების გაუქმების შემდეგ გაიზარდოს.