ჩინეთში სოციალური ქსელებიდან ქრება ყველა იმ მდიდარი ინფლუენსერის პირადი გვერდი, ვინც თავის ცხოვრების წესზე საჯაროდ წერს. 

აპრილში ჩინეთის ინტერნეტის მარეგულირებელმა ეროვნულმა ორგანომ, გავლენიანი ადამიანების წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო, ამ სიაში შედიოდა ისეთი ადამიანები, რომელთა კონტენტი მთლიანად მათი მდიდრული ცხოვრების წესზე იყო აწყობილი. 

ერთ-ერთი ასეთი ცნობილი ინფულენსერი ვანგ ჰონგკუანია,  რომელიც ფლობს შვიდ უძრავ ქონებას პეკინში, ჩინეთის დედაქალაქში და  აცხადებს, რომ იგი არასოდეს გადის სახლიდან 10 მილიონ იუანზე (1,38 მილიონი აშშ დოლარი) ნაკლები ღირებულების სამოსით. ინტერნეტში მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებში, ჩანს ჰერმესის ჩანთები, ძვირად ღირებული ავტომობილები, მოსამსახურეები და ფუფუნების სხვადასხვა საგნები.სამშაბათს Douyin პლატფორმაზე (TikTok-ის ჩინური ვერსია) მისი ანგარიში დაიბლოკა. სერვისის შეტყობინების თანახმად ანგარიში დაიბლოკა "Douyin პლატფორმის საზოგადოებრივი პრინციპების დარღვევის გამო. ასევე დაიბლოკა სხვა ინფუენსერების Douyin ( ჩინური tik-tok) ანგარიშები, მათ განათავსეს ისეთ შინაარსის კონტენტი, რომელიც მდიდრულ ცხოვრებას  ასახავდა და ორივე მათგანს  ჯამში 5 მილიონამდე გამომწერი ჰყავდა. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინეთის ხელისუფლება ცდილობს ინტერნეტ სივრცე  ცენზურას დაუქვემდებაროს, მათი განმარტებით ამას არასასურველი ტენდენციების თავიდან არიდების მიზნით აკეთებენ. 

2022 წელს, გამოიცა „ქცევის კოდექსი“ პირდაპირი ეთერის წამყვანებისთვის, რომელიც კრძალავს მათ „დიდი რაოდენობით ფუფუნების საქონლის, სამკაულების, ფულადი სახსრებისა და სხვა აქტივების ჩვენებას ან  გაკეთებას“.

ეს ყველაფერი კი მაშინ ხდება, როდესაც ჩინეთში ეკონომიკური ზრდა შენელებულია და ეს  განსაკუთრებით მძიმე  დარტყმას საშუალო ფენას აყენებს. ჩინელი ახალგაზრდებისთვის კონკურენტუნარიან ბაზარზე სამუშაო ადგილების პოვნა კიდევ უფრო რთული ხდება. ამ ყველაფრის ფონზე ზოგიერთი მათგანისთვის სოციალური მედია შემოსავლის მიმზიდველ ალტერნატივად ისახება.