2022 წლის მონაცემებით, ჩინეთი და რუსეთი იმ ქვეყნების სათავეშია, რომელიც ყველაზე მეტმა მილიონერმა დატოვა. კვლევას ბრიტანული საკონსულტაციო კომპანია Henley & Partners აქვეყნებს.

გასულ წელს ჩინეთიდან 10 800 მდიდარი ადამიანი წავიდა, რუსეთიდან კი - 8 500. 

ტოპ 5 ქვეყანა ასე გამოიყურება:

  • ჩინეთი - 10,8 ათასი
  • რუსეთი - 8,5 ათასი
  • ინდოეთი - 7,5 ათასი;
  • ჰონგკონგი - 2,4 ათასი;
  • ბრაზილია - 1,8 ათასი; 

 ექსპერტების შეფასებით, ყველაზე მეტი მდიდარი ადამიანი 2022 წლის განმავლობაში ემირატებს (5,2 ათასი), ავსტრალიას (3,8 ათასი), სინგაპურს (2,9 ათასი), შვეიცარიასა (2,2 ათასი) და აშშ-ს (1,5 ათასი) ეწვია.

Henley & Partners-ში მიიჩნევენ, რომ 2023 წელს რუსეთს კიდევ 3 000 მდიდარი ადამიანი, ხოლო ჩინეთს 13 00 პირი დატოვებს.

ოქტომბრის მონაცემით, რუსეთში 435 ისეთი ადამიანი ცხოვრობდა, რომლის ქონება ც100 მილიონ დოლარზე მეტია.