ჩინელმა მილიარდერმა შესყიდული ტერიტორია ველური ბუნების თავშესაფრად აქცია
"ალიბაბას" თანადამფუძნებელმა, ნიუ-იორკის ადირონდაკის მთებში მდებარე უზარმაზარი მიწის ნაკვეთი 23 მილიონ დოლარად ყოველგვარი ხმაურის გარეშე შეიძინა.ბრენდონ პარკის სახელით ცნობილი ნაკვეთი მოიცავს არაერთ მცირე ზომის მდინარეს, რომელშიც სხვადასხვა სახეობის თევზი ბინადრობს, ტყეებს და ნეკერჩხლის სიროფის პლანტაციებს.
მიუხედავად იმისა, რომ ჯეკ მა მას ხანდახან პირად მოსასვენებელ სივრცედ იყენებს, ტერიტორიის შეძენის მთავარი მიზანი ბუნების დაცვაა.სპიკერმა დაადასტურა, რომ ჯეკ მა გეგმავს ტერიტორია არაკომერციული ორგანიზაციის მეშვეობით მართოს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ნაკრძალის დაცვაზე.იგი აქტიურადაა ჩართული ბუნების დაცვის პროექტებში ჩინეთსა თუ ქვეყნის საზღვრებს გარეთ.
მილიარდერის გარემოსდაცვითი ქველმოქმედება 3 მილიარდი დოლარის საქველმოქმედო ფონდისა და Alibaba-ს კორპორაციული ვალდებულების საფუძველზე ხორციელდება, რომელიც 2010 წლიდან თავისი შემოსავლის ნაწილს მდგრადი განვითარებისკენ მიმართავს.» „ჩვენ ყველანი ერთ პლანეტაზე ვცხოვრობთ და ყველანი ერთსა და იმავე ჰაერს ვსუნთქავთ“, - განაცხადა ჯეკ მას პრესსპიკერმა.