უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომების ფონზე მსოფლიო ნავთობის კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. შანხაის მოწინავე კვლევების ინსტიტუტის (SARI) მკვლევრებმა CO₂-ისა და წყლისგან საავიაციო საწვავისთვის საჭირო გრძელჯაჭვიანი ნახშირწყალბადების მიღების მეთოდი შეიმუშავეს.

პროცესის მთავარი ელემენტი რკინის ბაზაზე შექმნილი კატალიზატორია, რომელსაც ალუმინისა და კალიუმის დანამატები (FeAlK8) აქვს დამატებული. მისი გამოყენებით მეცნიერებმა CO₂-ის დაახლოებით 49%-ის ნახშირწყალბადებად გარდაქმნა შეძლეს.

პროცესი 330°C ტემპერატურისა და 290 psi წნევის პირობებში მიმდინარეობს, ხოლო მიღებულმა საწვავმა 800-საათიანი ტესტირების ფარგლებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

ტექნოლოგია ამ ეტაპზე ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ სტადიაზეა და სამრეწველო გამოყენებისთვის მზად არ არის, თუმცა იგი ნახშირორჟანგისგან ეკონომიკურად კონკურენტუნარიანი სინთეზური საწვავის შექმნის მიმართულებით პერსპექტიულ ნაბიჯად მიიჩნევა.

წყარო: avianews.ge