კოლორექტალური კიბო თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებად რჩება; მზარდია სტატისტიკა საქართველოშიც.
სპეციალისტების თქმით, მთავარი გამოწვევა დაავადების გვიან სტადიაზე გამოვლენაა- პაციენტების მხოლოდ მცირე ნაწილში ხდება სიმსივნის დიაგნოსტიკა ადრეულ ეტაპზე, მაშინ როცა დროული აღმოჩენა სრულ გამოჯანმრთელების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის. აღსანიშნავია, რომ 1 სტადიაზე გამოვლენილი პაციენტის სრული გამოჯამრთელების მაჩვენებელი 95-97 %-ია.
,,ნიუ ჰოსპიტალსის’’ ონკოქრირგურგი, ანზორ ლაგვილავა „კომერსანტთან“ ინტერვიუში განმარტავს, რომ თანამედროვე დიაგნოსტიკური ტექნოლოგიები, მულტიდისციპლინური მიდგომა და მინი ინვაზიური ქირურგია პაციენტებს დღეს უფრო ეფექტურ და კომფორტულ მკურნალობას სთავაზობს.

დამატებით კითხვებს ,,ნიუ ჰოსპიტალსის’’ ონკოქირურგმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა, ანზორ ლაგვილავამ ჩვენთან ინტერვიუში უპასუხა, რომელსაც სრული სახით გთავაზობთ.

  • რამდენად აქტუალური პრობლემაა დღეს კოლორექტალური კიბო და რა ტენდენციები შეინიშნება მისი გავრცელების მხრივ?

კოლორექტალური სიმსივნეების ინცინდენტობა როგორც მსოფლიოში ასევე საქართველოში წლიდან წლამდე მზარდია, მსოფლიოში წლიურად 1900 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო საქართველოში დაახლოებით 800 ადამიანი ავადდება ყოველწლიურად. აქედა ნაადრევ სტადიაში დაავადების გამოვლენა მხოლოდ 30—35 % შემთხვევები ფიქსირდება, სხვა დანარჩენი სამწუხაროდ დაგვიანებული შემთხვევებია.

  • რატომ არის ამ დაავადების შემთხვევაში ადრეული დიაგნოსტიკა გადამწყვეტი მნიშვნელობის?

მიუხედავად თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფი განვითარებისა და სხვადასხვა
პროგრამების არსებობისა, დაავადების გამოვლენა ნაადრევ სტადიაში ჯერ კიდევ საკმაოდ გაძნელებულია. სკრინინგ ცენტრის მიერ გამოვლენილი პაციენტების რაოდენობა დაბალია და ის პაციენტების მხოლოდ 5 % წარმოადგენს. მზარდია ასევე 50 წლამდე პაციენტებში მსხვილი და სწორი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნის გამოვლენის მაჩვენებლები. ამას ხელს უწყობს როგორც სხვადასხვა გენეტიკურ-მუტაციური ფაქტორები ასევე გარეგანი მავნე ზემოქმედება როგორცაა საკვების მიერ, დაბინძურებული გარემო და მავნე ჩვევები. ამათდროულად კარდინალურად განსხვავდება ნაადრევ სტადიაში გამოვლენილი დაავადების მკურნალობა, შორს წასულ შემთხვევებთან განსხვავებით, 1 სტადიაზე გამოვლენილი პაციენტის სრული გამოჯამრთელება 95-97 % აღწევს, ხოლო მე 3 და მე 4 სტადიაში გამოვლენილი დაავადების სტატისტიკა ბევრად დაბალი მაჩვენებლებით გამოირჩევა, მაგალითისთვის მე 4 სტადიის პაციენტების 5 წლიანი გადარჩენადობა ვარირებს 16-22 %- მდე.

  • რა სიმპტომებია საყურადღებო, რომლის გამოვლენის შემთხვევაშიც პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს?

სიმპტომებს რაც ეხება ყველაზე სასიგნალო მაინც მიმაჩნია პაციენტისთვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უკვე ჩვეული მოქმედების დარღვევა, ხშირი ფაღარათის და ყაბზობის მონაცვლეობა, ან რამე სხვა დისკომფორტი მუცლის ღრუში რომელიც 2 კვირაზე მეტ ხანს გრძელდება. სხვა დანარჩენი სიმპტომები როგორიცაა მუცლის ღრუში მოვლითი ხასიათის ტკივილი, სისხლიანი და მტკივნეული დეფეკაცია სამწუხაროდ მიგვანიშნებს მაღალი სტადიის დაავადებაზე.

  • რა დიაგნოსტიკური შესაძლებლობებია ხელმისაწვდომი ნიუ ჰოსპიტალსში პაციენტის სრული შეფასებისთვის?

„ნიუ ჰოსპიტალში“ კოლორექტული სიმსივნეების გამოვლენისთვის და დიაგნოსტიკისთვის ვიყენებთ ულტრათანამედროვე მსოფლიოში აპრობირებულ მეთოდებს როგორიც არის თანამედროვე კომპიუტერულ ტომოგრაფიული და მაგნიტო რეზონანსული კვლევები, ასევე ენდოსკოპიური პროცედურები რომელიც ტარდება ზოგადი ანესთეზიის ქვეშ და ბევრად კომფორტულია პაციენტებისთვის.
ცალკე აღსანიშნავია კლინიკაში არსებული და აპრობირებული ვიდეოკაპსულით კუჭ-ნაწლავის გამოკვლევის მეთოდი, როდესაც პაციენტი ყლაპავს სპეციალურ ვიდეოკაპსულას და ის იკვლევს მთლიანად კუჭ ნაწლავს დაწყებული საყლაპავიდან კუჭს, 12 გოჯა და წვრილ ნაწლავს, მსხვილ და სწორ ნაწლავს, კაფსულა იწერს ვიდეორეგისტრატორის მეშვეობით მთლიანად ამ ორგანოების სანათურს, რომლის წაკითხვა ხდება ჩვეულებრივ კომპიუტერზე.  ეს კვლევა გამოირჩევა პაციენტებისთვის კომფორტით, უმტკივნეულოა, და არ საჭიროებს კლინიკაში ჰოსპიტალიზაციას, ის შეუცვლელია წვრილი ნაწლავის სხვადასხვა სიმსივნური თუ არასიმსივნური დაავადების გამოსაკვლევად.

  • როგორ მუშაობს მულტიდისციპლინური გუნდი კოლორექტალური კიბოს მართვის პროცესში და რა უპირატესობა აქვს ამ მიდგომას?

პაციენტების მკურნალობის მულტიდისციპლინარული მიდგომა ჩვენი კლინიკის ძლიერი და პროგრესული მხარეა. ვინაიდან ჩვენ კლინიკაში განიხილება ყველა ონკოლოგიური პაციენტი, სადაც აუცილებელი წესით ესწრებიან კლინიკაში არსებული წამყვანი დარგის სპეციალისტები. აქ  მკაფიოდ განისაზღვრება დაავადების სტადია და შეირჩევა მკურნალობის ოპტიმალური მეთოდიკა და მისი თანმიმდევრობა. არსებობს სხვადასხვა მკურნალობის მეთოდი ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ქირურგიული მკურნალობა და სხვა, ჩვენს კლინიკაში ინდივიდუალურად ხდება ამ მეთოდების თანმიმდევრული შერჩევა და არასოდეს არ ვართ ტენდენციურები როგორც ქირურგიული კუთხით ასევე სხვა მიმართულებებით. ჩვენ ვეყრდნობით და ვხელმძღვანელობთ მხოლოდ მსოფილოში აპრობირებული მეთოდებით და მათ თანმიმდევრულ მიდგომებით, ინდივიდუალურად მორგებული თითოეულ პაციენტზე.

  • რა თანამედროვე ქირურგიული მეთოდებია დანერგილი კლინიკაში?

ჩვენი მიდგომები მიმართულია ქირურგიული მკურნალობის ხარისხზე და პაციენტების კომფორტზე, ბოლო 10 წელია ნაწლავებზე ჩარევის 95 % ტარდება მინი ინვაზიურად ლაპარასკოპიული მიდგომებით რომლის უპირატესობა ღია მეთოდთან შედარებით დღეისთვის უკვე სადავო არ არის და მსოფლიოში აღიარებულია. იმის შემდეგ როდესაც მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ მიღებული არის ქირურგიული მკურნალობის გადაწყვეტილება, თითოეული აწი უკვე ქირურგიული პაციენტი გადის დამატებით შიდა ქირურგიულ განხილვას, სადაც უკვე კლინიკის წამყვანი ონკოქირურგები ვარჩევთ ინდივიდუალურად პაციენტისთვის ადეკვატურ და მორგებულ ქირურგიულ ჩარევას, მის მასშტაბს და მეთოდიკას. ასევე თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად ხდება საკერავი მასალას და აპარატურას შერჩევა პაციენტის სქესის, წონის, სიმაღლის, ასაკის გათვალისწინებით რაც მნიშვნელოვნად ამცირებს პოსტოპერაციულ გართულების რისკს.
უახლოეს დროში 2-3 თვეში დაინსტალირდება ჩვენი კლინიკის მიერ უკვე შეძენილი ქირურგიული რობოტ ტექნიკა და გაიხსნება ახალი რობოტული ქირურგიის საოპერაციო ბლოკი. ამ რობოტზე მომუშავე თითოეული პერსონალი ჩემი ჩათვლით არის ეს წამყვანი ქირურგები, ასისტენტ ქირურგები, უმცროსი ექიმები, საოპერაციო მედდები თუ სხვა პერსონალი უკვე ორი წელია გადიან ინტენსიურ სწავლება-მომზადებას საზღვარგარეთ ტექნიკის სრულყოფილად ათვისების მიზნით. სწორედ გუნდური მუშაობის მიდგომა, საოპერაციო ბლოკის თითოეული წევრის პროფესიონალიზმი და ერთობლივი ჩართულობა გვაძლევს საფუძველს დავნერგოთ რობოტული ქირურგიის მაღალ ხარისხი საქართველოში.

  • რა გავლენას ახდენს დროული დიაგნოსტიკა და თანამედროვე მკურნალობა პაციენტის პროგნოზსა და ცხოვრების ხარისხზე?

როცა საქმე გვაქვს კოლორექტულ ქირურგიასთან პაციენტის ცხოვრების ხარისხის საკითხი ყოველთვის აქტუალურია. მოგეხსენებათ ნაწლავის ფართო დაზიანების პირობებში უახლოეს წარსულში ქირურგები ხშირად მიმართავდნენ ხელოვნური უკანა ტანის ფორმირებას, რადგან მთავარი პრიორიტეტად მიიჩნეოდა მხოლოდ სიმსივნური წარმონაქმნის სრული ამოკვეთა. დღეისთვის ჩვენ ქირურგიულ ჩარევის მაღალ სტანდარტებთან ერთად( სიმსივნის ფართო ამოიკვეთა, სათანადო რეგიონული ლიმფოდისექცია) დიდ უპირატესობას ვანიშებთ პაციენტების კომფორტს და ვფიქრობთ რომ ქირურგიული ჩარევები არ უნდა ჩააგდოს პაციენტი ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ სტრესსში. ამისთვის ვიყენებთ ბევრად უფრო რთულ მაგრამ პაციენტებისთვის კომფორტულ ქუირურგიას ნაწლავის ბუნებრივი გზით ფუნქციის შენარჩუნებით და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში მივმართავთ ხელოვნურ უკანა ტანის ფორმირებას. ამიტომაც  ჩემს მიერ წარმოებული ოპერაციების 98 % მთავრდება ნაწლავის ბუნებრივი ფუნქციური პასაჟის შენარჩუნებით  ეგრეთ წოდებული ,,ნაწლავის გამოტანის“ გარეშე. ზემოაღნიშნული მიდგომები თანდართული მინი ინვაზიური დამზოგველი ქირურგიის გამოყენებით იცავს პაციენტებს ძლიერ ფსიქოლოგიური და ფიზიკურ სტრესისგან, რაც დამეთანხმებით რომ აუმჯობესებ მკურნალობის პროგნოზს და სიცოცხლის ხარისხს.