ჩილეში, Consorcio Industrial de Alimentos (CIAL)-ში დასაქმებულმა მამაკაცმა ხელფასის სახით თავის ყოველთვიურ ანაზღაურებაზე 330-ჯერ მეტი თანხა მიიღო. ადგილობრივი მედიის ცნობით, კომპანიის ბუღალტერმა თანამშრომელს 500 000 პესოს ნაცვლად 155 მილიონი პესო ჩაურიცხა, რაც დაახლოებით 180 000 აშშ დოლარია.
Daily Mirror-ის ცნობით, თავდაპირველად მამაკაცი დამსაქმებელ კომპანიას შეუთანხმდა, რომ მიღებულ თანხას უკან დააბრუნებდა, თუმცა შემდეგ აზრი შეიცვალა და ადვოკატის დახმარებით სამსახურიდან გათავისუფლება მოითხოვა.
კომპანია CIAL-მა პოლიციას იმავე დღეს მიმართა და ყოფილ დასაქმებულს თათლითობაში დასდო ბრალი, თუმცა სასამართლოში მამაკაცის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ თანხა მამაკაცს არც მოტყუებით და არც თაღლითური გზით არ მიუღია.
საქმის განხილვა სანტიაგოს სასამართლომ 2025 წელს დაასრულა და დასაქმებული გაამართლა, მოსამართლეების შეფასებით, ინციდენტი თაღლითობას არ წარმოადგენს, ეს ტექნიკური გაუმართაობით მიღებული სარგებელია, რაც ქვეყნის კანონმდებლობით არ ისჯება.