ჩეხეთმა რუს ოლიგარქ ვლადიმირ ევტუშენკოვს ანგარიშები დაუბლოკა და ქონება ჩამოართვა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
რუსი ოლიგარქის ქონება კარლოვი-ვარში 500 მილიონ კრონად (დაახლოებით $20 მლნ) ფასდება. ევტუშენკოვის ქონებას შორისაა ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Savoy Westend, სადაც ხშირად ისვენებდნენ რუსი პოლიტიკოსები, მხატვრები და ბიზნესმენები.
ჩეხეთის ხელისუფლების მიერ მოდა ოლიგარქის კუთვნილი სასტუმროს გაჩერება. ის ამჟამად შეზღუდულად მუშაობს და არ იღებს ჯავშნებს. სასტუმრო ემსახურება მხოლოდ იმ სტუმრებს, რომლებმაც ნომრები ივნისის ბოლომდე დაჯავშნეს. გარდა ამისა, ქვეყნის ფინანსურმა და ანალიტიკურმა დეპარტამენტმა ევტუშენკოვის კუთვნილი ჩეხური ფირმების ანგარიშები და 100 მილიონი კრონის (დაახლოებით $4 მლნ) ქონება გაყინა.