რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და მისმა მოკავშირემ, ბელარუსის მმართველმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, კვირას სატელეფონო საუბარი ფამართეს. - ამის შესახენ ინფორმციას reuters ავრცელებს.
მათივე ორმა პოლიტიკოსმა შაბათს სულ მცირე ორი საუბარი გამართა. „ვაგნერის“ კერძო შეიარაღებული ჯგუფის მეთაურის, ევგენი პრიგოჟინის მიერ მოწყობილი სამხედრო ამბოხის მცდელობა 24 ივნისს დასრულდა ლუკაშენკას შუამავლობის შედეგად.
პრიგოჟინი დათანხმდა სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით მოსკოვისკენ მსვლელობის შეწყვეტას და თვითონ ბელარუსში გადავიდა, იტყობინებოდა კრემლი, რომელმაც ასევე გამოაცხადა, რომ „ვაგნერის“ მეთაურის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა.