ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა ხუთშაბათს, 22 აგვისტოს, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ დიმიტარ გლავჩევს დაავალა ახალი ტექნიკური მთავრობის შექმნა. „ევროპეისკაია პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ Nova.bg იუწყება.

თუ ტექნიკური მთავრობა წარმატებით ჩამოყალიბდება, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართება – განმარტა რადევმა.