ბულგარეთმა ოთხ რუსს მოქალაქეობა მას შემდეგ გაუუქმა, რაც ქვეყნის პარლამენტმა „ოქროს პასპორტების“ პროგრამა შეზღუდა. ამის შესახებ ბულგარეთის იუსტიციის მინისტრმა კრუმ ზარკოვმა განაცხადა. ინფორმაციას ავრცელებს Sofia Globe.
ჯამში ბულგარეთის მოქალაქეობა 17 ადამიანს გაუუქმდა, მათ შორის ინვესტორებმა ეგვიპტიდან, ყაზახეთიდან, ჩინეთიდან, პაკისტანიდან და იორდანიიდან.
„რაც შეეხება ამ პირების ოჯახის წევრებს, ჩვენ მივიღებთ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას. - განაცხადა ზარკოვმა და აღნიშნა, რომ „პრობლემა ოქროს პასპორტებთან დაკავშირებით. გადაწყვეტილია“.
გასული წლის 24 მარტს ბულგარეთის ეროვნულმა ასამბლეამ „ოქროს პასპორტების“ პროგრამა შეაჩერა, რომელიც ინვესტიციების სანაცვლოდ მოქალაქეობის მიღების საშუალებას იძლეოდა. აღმოჩნდა, რომ ინვესტორების ნაწილმა, რომლებმაც პასპორტი მიიღეს, პირობებით გათვალისწინებული თანხა ქვეყანაში არ შეიტანეს.
2023 წლის მარტში ბულგარეთმა მოქალაქეობა გაუუქმა რუს ბიზნესმენს, Yota-ს დამფუძნებელს, სერგეი ადონიევს და მის ორ ვაჟს, იტყობინება Bivol-ი რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით. იანვარში 25 წლის ფილიპი და 19 წლის ლუკა აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცნენ. ამავდროულად, პასპორტი დარჩა ბიზნესმენის მეუღლეს. ბულგარეთის ხელისუფლებამ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძველი ვერ აღმოაჩინა.