ბულგარეთში ოფიციალურად გაიხსნა ქვეყნის პირველი საერთაშორისო სტანდარტების ავტოდრომი — A1 Motor Park, რომელიც უკვე მოიხსენიება, როგორც ისტორიული ნაბიჯი ბალკანეთის საავტომობილო სპორტისთვის. პროექტის უკან დგას ბულგარელი ბიზნესმენი და ავტომოყვარული კალინ პეშოვი, რომელმაც საკუთარი ბავშვობის ოცნება რეალობად აქცია.
ტრასა მდებარეობს ქალაქ სამოკოვთან, სოფიიდან დაახლოებით 60 კილომეტრში. მისი სიგრძეა 3.91 კილომეტრი, აქვს 15 მოსახვევი, ხოლო სტანდარტები შეესაბამება FIA Grade 3 კლასიფიკაციას, რაც ნიშნავს, რომ აქ შესაძლებელია Formula 3, GT3 და სხვადასხვა საერთაშორისო ჩემპიონატების მასპინძლობა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, კომპლექსი მოიცავს პიტ-ლეინს, მედია ცენტრს, ტრიბუნებსა და მრავალფუნქციურ ინფრასტრუქტურას. გახსნის ღონისძიებაზე პირველი წრეები ბულგარელმა მრბოლელმა ნიკოლა ცოლოვმა შეასრულა.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პეშოვს წლების განმავლობაში ჰყავდა სპორტული ავტომობილების კოლექცია, თუმცა საკუთარ ქვეყანაში პროფესიონალური ტრასა არ არსებობდა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, საკუთარი სახსრებით აეშენებინა ავტოდრომი, რომელიც არა მხოლოდ პირად ოცნებას, არამედ ქვეყნის სპორტულ განვითარებასაც მოემსახურებოდა.
წყაროები:
- HotCars – A Billionaire's Boyhood Dream Is Now A Certified Race Track
Open Source - Wikipedia – A1 Motor Park
Open Source - GP1 Opening Video
Watch Video